შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შაქრო ბილანიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: საგარეჯოს რაიონი, სოფელი პატარძეული. სწავლობდა ვორონეჟის სამხედრო სასწავლებელში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ხალხოსნურ მოძრაობაში ჩაება. "დროებასა" და "ცნობის ფურცელში" გამოქვეყნებულ პუბლიცისტურ წერილებში იგი აქტიურად ეხმაურებოდა ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებს, ქადაგებდა ხალხოსანთა იდეებს. 1902 წელს დააპატიმრეს. 1910 წელს გადაასახლეს ქალაქ როსტოვში. მას დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ხალხური სიტყვიერების ნიმუშების შეკრება-შესწავლაში. 1883-1887წწ. მის მიერ სოფელ პატარძეულში შეკრებილი ფოლკლორული მასალის დიდი ნაწილი "ძველი საქართველოს" III ტომში გამოქვეყნდა (1914). 1903 წელს იგი ქართული ხალხური სიტყვიერების შეგროვების თანამგრძობთა საზოგადოების ხელმძღვანელად აირჩიეს. საზოგადო მოღვაწე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.434
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |