The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შაქრო ბილანიშვილი

შაქრო ბილანიშვილი
ოფიციალური სახელი:ზაქარია ბილანიშვილი
დაბადების თარიღი:1862
გარდაცვ. თარიღი:1934  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, ფოლკლორისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: საგარეჯოს რაიონი, სოფელი პატარძეული.

სწავლობდა ვორონეჟის სამხედრო სასწავლებელში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ხალხოსნურ მოძრაობაში ჩაება. "დროებასა" და "ცნობის ფურცელში" გამოქვეყნებულ პუბლიცისტურ წერილებში იგი აქტიურად ეხმაურებოდა ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებს, ქადაგებდა ხალხოსანთა იდეებს. 1902 წელს დააპატიმრეს. 1910 წელს გადაასახლეს ქალაქ როსტოვში. მას დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ხალხური სიტყვიერების ნიმუშების შეკრება-შესწავლაში. 1883-1887წწ. მის მიერ სოფელ პატარძეულში შეკრებილი ფოლკლორული მასალის დიდი ნაწილი "ძველი საქართველოს" III ტომში გამოქვეყნდა (1914). 1903 წელს იგი ქართული ხალხური სიტყვიერების შეგროვების თანამგრძობთა საზოგადოების ხელმძღვანელად აირჩიეს. საზოგადო მოღვაწე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.434


გააზიარე: