The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ბილანიშვილი

მიხეილ ბილანიშვილი
დაბადების თარიღი:23 თებერვალი, 1901
გარდაცვ. თარიღი:8 მარტი, 1934  (33 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:პარიზი
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა ყაზიღმანი, თურქეთი.

საშუალო განათლება მიიღო თბილისის ვაჟთა III საშუალო სკოლაში. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1922 წელს შევიდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. 1922–1923 წლებში მხატვრულად გააფორმა რესტორანი "შამპანი"(შექმნა კომპოციზია "ბურთის თამაში"). 1921–1925წწ. იყო ქართველ ხელოვანთა საზოგადოების წევრი. 1925 წელს ამ საზოგადოებამ სწავლის გასაგრძელებლად პარიზში გაგზავნა. დაამთავრა ანდრე ლოტის სამხატვრო სკოლა. 1928 წელს პარიზში მოეწყო მისი ნამუშევრების გამოფენა. მნიშვნელოვანი ნამუშევრებია: "ქუჩა პარიზში"(1925), "პარიზი–სატრიუმფო თაღი"(1926), "ქართველი ქალის პორტრეტი"(1928, ყველა ნამუშევარი ინახება საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, თბილისი). ფერმწერი. გრაფიკოსი. მონუმენტალისტი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.434


გააზიარე: