The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი სვანიძე

გივი სვანიძე
დაბადების თარიღი:20 სექტემბერი, 1921
გარდაცვ. თარიღი:10 აგვისტო, 1999  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ცხუკუშერი, ცაგერის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი (ტექნიკური უნივერსიტეტი) ინჟინერ-ჰიდროლოგის სპეციალობით 1944 წელს.

1944-1947წწ. მუშაობდა საკავშირო ტრესტ "ჰიდროენერგოპროექტის" თბილისის განყოფილებაში; 1946-1949წწ. გაიარა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენერგეტიკის ინტიტუტის ასპირანტურა; 1950 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენერგეტიკის ინსტიტუტში; აქვე, 1958-1971წწ. იყო წყლის რესურსების კომპლექსური გამოყენების განყოფილების გამგე; 1952-1960წწ. შეთავსებით მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემის პრეზიდიუმში მათემატიკურ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა განყოფილების სწავლულ მდივნად; 1967-1970წწ. შეთავსებით მუშაობდა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში პროფესორის თანამდებობაზე; 1971 წელს აირჩიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხმელეთის ჰიდროლოგიისა და ნიადაგთმცოდნეობის კათედრის გამგედ; 1976 წელს დაინიშნა ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად. ამ თანამდებობაზე მუშაობდა გარდაცვალებამდე. ავტორია 270 დაბეჭდილი სამეცნიერო შრომისა, მათ შორის 15 მონოგრაფიისა. იგი თანამედროვე სეოქასტიკური ჰიდროლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელია. ამ საკითხებზე მან არაერთი ნაშრომი გამოაქვეყნა, მათ შორის მონოგრაფია (1964, 1977); მისი რედაქტორობით და უშუალო მონაწილეობით შეიქმნა ფუნდამენტური ნაშრომი "მდინარე ბზიფის ჰიდროლოგია" (1981). ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1966), აკადემიკოსი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "წყალსადინარების კასკადური გამოყენების თეორიის ელემენტები" (მოსკოვის ენერგეტიკის ინსტიტუტი), დაიცვა 1950 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "მდინარის ჩამონადენის მრავალწლიური რეგულირების გაანგარიშების საფუძვლები მონტე-კარლოს მეთოდით", დაიცვა 1963 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 297; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 9.-თბ.,1985.-გვ. 311; ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.232-233; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.440

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება, ვიცე–პრეზიდენტი (1980-)
  • საქართველოს ეკოლოგიის აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს ენერგეტიკის აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1993-)
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, აკადემიკოსი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - ღირსების ორდენი
    ჰიდროლოგიისა და ჰიდროენერგეტიკის დარგში შეტანილი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1982 - ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის პრემია
  • 1981 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1981 - ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • 1971 - პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: