შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სერაფიმე (მეუფე)![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა თბილსის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1990 წელს. 1991-1992წწ. იმყოფებოდა მარტვილის მამათა მონასტერში; 1992 წელს ჩააცვეს მორჩილის კაბა, ბერად აღიკვეცა და დაინიშნა ფოთის მამათა მონასტრის წინამძღვრად; ამავე წელს აკურთხეს დიაკვნად და მღვდელ-მონაზვნად; 1994 წელს აღყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში; 1994 წელს ფოკის მონასტრის წინამძღვარი; 1995 წლიდან ბორჯომისა და ახალქალაქის ეპისკოპოსი; 2000 წელს მთავარეპისკოპოსი ბორჯომისა და ახალქალაქისა; 2002 წ. ბორჯომისა და ბაკურიანისა; 2009 წ. მიტროპოლიტი. კათედრა და რეზიდენცია ბორჯომში. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 296; ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |