The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნანა ბურკაძე

ნანა ბურკაძე
დაბადების თარიღი:1 მარტი, 1945  (80 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1968 წელს.

1968–1971წწ. იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი; 1971–1972წწ. ამავე ინსტიტუტის ექიმი–ორდინატორი; 1972 წლიდან აკადემიკოს მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი, უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1985 წლიდან ხელმძღვანელობს ამავე ინსტიტუტის პროფილაქტიკური კარდიოლოგიის განყოფილებას. ავტორია 128 სამეცნიერო ნაშრომის კარდიოლოგიის, კარდიოიმუნოლოგიისა და პრევენციის პრობლემებზე და ერთი მონოგრაფიის. ექიმი-კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1998), პროფესორი

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მემკვიდრეობა და გარემოს როლი არტერიული ჰიპერტონიისა და გულის იშემიური დაავადების განვითარებაში", დაიცვა 1972 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "გულის იშემიური დაავადებისა და არტერიული ჰიპერტონიის ეპიდემიოლოგია და პროფილაქტიკა საქართველოს ზოგიერთი რეგიონის მოსახლეობაში", დაიცვა 1998 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.49; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.310

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს პროფილაქტიკური მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, წევრი, აკადემიკოსი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი

გააზიარე: