Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბადრი ბურჯანაძე![]()
Biographyდაამთავრა ქ. ბარნაულის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს. 1972–1976წწ. მუშაობდა ბარნაულის სასწრაფო დახმარების საავადმყოფოში; 1976–1979წწ. იყო მოსკოვის II სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ქირურგიული კათედრის ასპირანტი; 1977–1980წწ. მოსკოვის მე–4 საავადმყოფოს პასუხისმგებელი ქირურგი; 1980–1996წწ. ზესტაფონის ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგი–ორდეინატორი; 1997 წლის მარტიდან ზესტაფონის სააქციო საზოგადოება "ფეროშენადნობთა ქარხნის" მედსანნაწილის ქირურგიული განყოფილების გამგე. ავტორია 20 სამეცნიერო ნაშრომის და ერთი რაციონალიზატორული წინადადების მსხვილი ნაწლავის გართულებული კიბოს შესახებ. ექიმი–ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მსხვილი ნაწლავის გართულებული კიბოს დიაგნოსტიკა". წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.51; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.257 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |