შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ ბუჯიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1954 წელს. 1954–1955წწ. იყო თიანეთის რაისაავადმყოფოს ქირურგი; 1956–1961წწ. თბილისის I კლინიკური საავადმყოფოს II ქირურგიული განყოფილების ექიმი–ორდინატორი; 1961–1964წწ. ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი; 1965 წლიდან ქირურგიის ინსტიტუტის უმცროსი, შემდგომ უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1991 წლიდან კი ამავე ინსტიტუტის სწავლული მდივანი. ავტორია 69 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია რუსულ ენაზე. ექიმი–ანგიოქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - ''თავის ტვინისა და გულის იზოლირებული პერფუზია ზოგადი ზომიერი ჰიპოთერმიის პირობებში", დაიცვა 1965 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.51
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |