შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნუგზარ საჯაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჯვარი, წალენჯიხის რაიონი. დაამთავრა თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკის ფაკულტეტი 1963 წელს. 1963-1970 წწ. ქ. თბილისის საშუალო 71-ე სკოლის მასწავლებელი; არის კომკავშირულ სამუშაოზე: 1970-1990 წწ. საქართველოს კპ თბილისის საქალაქო კომიტეტის ინსპექტორი, ვაკის, ნაძალადევის რაიონის რაიკომის განყოფილების გამგე, მცხეთის რაიკომის პირველი მდივანი, ჩხოროწყუს რაიკომის პირველი მდივანი, ფოთის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი (1979-1986), საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის განყოფილების გამგე, რესპუბლიკის სახალხო კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარე (1986-1989); 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი: საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1996-2002წწ. პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში და უშიშროების საბჭოს მდივანი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 295; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი .- თბ.-2015.-გვ. 310; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |