The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნუგზარ საჯაია

ნუგზარ საჯაია
დაბადების თარიღი:25 დეკემბერი, 1941
გარდაცვ. თარიღი:25 თებერვალი, 2002  (60 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, პედაგოგი, პოლიტიკოსი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჯვარი, წალენჯიხის რაიონი. 

დაამთავრა თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკის ფაკულტეტი 1963 წელს.

1963-1970 წწ. ქ. თბილისის საშუალო 71-ე სკოლის მასწავლებელი; არის კომკავშირულ სამუშაოზე: 1970-1990 წწ. საქართველოს კპ თბილისის საქალაქო კომიტეტის ინსპექტორი, ვაკის, ნაძალადევის რაიონის რაიკომის განყოფილების გამგე, მცხეთის რაიკომის პირველი მდივანი, ჩხოროწყუს რაიკომის პირველი მდივანი, ფოთის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი (1979-1986), საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის განყოფილების გამგე, რესპუბლიკის სახალხო კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარე (1986-1989); 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი: საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1996-2002წწ. პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში და უშიშროების საბჭოს მდივანი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 295; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი .- თბ.-2015.-გვ. 310

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ვახტანგ გორგასლის ორდენი
  • ღირსების ორდენი

გააზიარე: