The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მორის სახვაძე

მორის სახვაძე
დაბადების თარიღი:28 თებერვალი, 1937
გარდაცვ. თარიღი:26 იანვარი, 2011  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი 1960 წელს; 1982 წელს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი.

1960-1964წწ. იყო საპროექტო ინსტიტუტ "საქგიპროშახტის" ინჟინერი; 1965-1971წწ. სპორტსაზოგადოება "დინამოს" ინსტრუქტორი; 1973-1987წწ. სპორტკომიტეტის მთავარი მწვრთნელი ფარიკაობაში; 1987-1992წწ. სპორტსაზოგადოება "შევარდენის" ინსტრუქტორი ფარიკაობაში; 1992-1996წწ. ფარიკაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი; 1975 წლიდან რესპუბლიკური, საკავშირო და საერთაშორისო "ა" კატეგორიის არბიტრი. იმსაჯა XXII(1980, მოსკოვი), XXV (1992, ბარსელონა) ოლიმპიური თამაშებში, XXVIII ოლიმპიადაზე (2004, ათენი). იყო ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომისიის დელეგატი. მსაჯად იყო მიწვეული მსოფლიოს 15-მდე ჩემპიონატზე. კლუბებს შორის ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1967), სსრკ სამგზის ჩემპიონი გუნდურ შეჯიბრებაში (1960, 1962, 1964), მეორე პრიზიორი პირად (1964) და გუნდურ (1966) ჩათვლაში. ქართველი მოფარიკავე.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 295; საქართველოს ოლიმპიური კლუბი: sok.geწიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.309

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომისია, წევრი (1992-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ღირსების ორდენი
  • 1981 - საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი
  • 1963 - სსრკ თასის მფლობელი

გააზიარე: