The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ბიბილაშვილი

ალექსანდრე ბიბილაშვილი
დაბადების თარიღი:14 იანვარი, 1916
გარდაცვ. თარიღი:10 ოქტომბერი, 1944  (28 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. ტაურაგეს ძმათა სასაფლაო, ლიტვის რესპუბლიკა
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქვემო საქარა, ზესტაფონის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის მებაღეობა-მევენახეობის ფაკულტეტი 1941 წელს.

1941 წლიდან იყო წითელი არმიის რიგებში. იბრძოდა ჩრდილოეთ კავკასიაში, ყირიმსა და ბალტიისპირეთში. თავი გამოიჩინა მდინარე დაუგავის გადალახვისა და მის ნაპირზე პლაცდარმის დაკავებისათვის ბრძოლებში. 1944 წელს გმირულად დაიღუპა მდინარე ნემანის დასავლეთ ნაპირზე წარმოებულ ბრძოლაში. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.423

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1945 - საბჭოთა კავშირის გმირი, სიკვდილის შემდეგ, მდინარე დაუგავის გადალახვისა და მის ნაპირზე პლაცდარმის დაკავებისათვის ბრძოლებში
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • სამამულო ომის II ხარისხის მედალი
  • სამამულო ომის I ხარისხის მედალი
  • ლენინის ორდენი

გააზიარე: