Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გურამ ბზვანელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1959 წელს, 1966 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. 1967–1977წწ. იყო თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სამუსიკო ნაწილის ხელმძღვანელი; 1975–1987წწ. თბილისის მინიატურების სახელმწიფო თეატრის სამუსიკო ნაწილის გამგე, 1987 წლიდან თბილისის მე–3 სამუსიკო სასწავლებლის დირექტორი. 1955 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრთან ჩამოაყალიბა ვოკალური კვარტეტი. არის სტუდენტი ახალგაზრდობის VI მსოფლიო ფესტივალის ლაურეატი (1957), თბილისის ერთგულების მედლის კავალერი (2002), მრავალი საესტრადო სიმღერის ავტორი. დაწერილი აქვს სავიოლინო კონცერტი, სიმფონია, სიმფონიური მინიატურები, კამერულ–საკრავიერი და საგუნდო ნაწარმოებები, თეატრისა და კინოს მუსიკა. 2006 წელს ქალაქ ვანში მუსიკალურ სკოლას მიენიჭა გურამ ბზვანელის სახელი, 2015 წლის 22 ივნისს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.421; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.399; ცნობილი და უცნობი პოლიტექნიკოსები/ დავით გურგენიძე.- თბ.,2020.- გვ. 164-165 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |