შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ საყვარელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა შორაპანი, ზესტაფონის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1983 წელს. 1983-1987წწ. ზესტაფონის ცენტრალური საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების ქირურგი; 1987-1989წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტის კერძო ქირურგიის კათედრის ორდინატორი; 1989-1992წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო სამკურნალო ფაკულტეტის ზოგადი ქირურგიის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1992 წელს სახელმწიფო საბჭოს პოლიტიკური ანალიზისა და პროგნოზირების სამსახურის უფროსის მოადგილე წამყვანი სახელმწიფო მრჩეველი; 1992-1995წწ. სახელმწიფო მეთაურის აპარატის ანალიზისა და პროგნოზირების სამსახურის ხელმძღვანელი, მთავარი სახელმწიფო მრჩეველი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ეროვნულ–დემოკრატიული პარტია, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2004 წლამდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების დეპარტამენტის უფროსი; 2004 წლიდან გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის მენეჯერი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 294; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი .- თბ.-2015.-გვ. 309 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |