The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ საყვარელიძე

რევაზ საყვარელიძე
დაბადების თარიღი:3 მარტი, 1960  (64 წლის)
კატეგორია:ექიმი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა შორაპანი, ზესტაფონის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1983 წელს.

1983-1987წწ. ზესტაფონის ცენტრალური საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების ქირურგი; 1987-1989წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტის კერძო ქირურგიის კათედრის ორდინატორი; 1989-1992წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო სამკურნალო ფაკულტეტის ზოგადი ქირურგიის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1992 წელს სახელმწიფო საბჭოს პოლიტიკური ანალიზისა და პროგნოზირების სამსახურის უფროსის მოადგილე წამყვანი სახელმწიფო მრჩეველი; 1992-1995წწ. სახელმწიფო მეთაურის აპარატის ანალიზისა და პროგნოზირების სამსახურის ხელმძღვანელი, მთავარი სახელმწიფო მრჩეველი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ეროვნულ–დემოკრატიული პარტია, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2004 წლამდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების დეპარტამენტის უფროსი; 2004 წლიდან გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის მენეჯერი. 

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 294; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი .- თბ.-2015.-გვ. 309

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, წევრი (1988-)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი, წევრი (1995-1996)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ეკონომიკური რეფორმებისა და პოლიტიკის კომიტეტი, წევრი (1996-1998)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, თავმჯდომარის მოადგილე (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი , წევრი (1995-1995)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, წევრი (1998-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია ფრაქცია "ეროვნულ-დემოკრატი", წევრი (1995-1996)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: