The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ავთანდილ საყვარელიძე

ავთანდილ საყვარელიძე
დაბადების თარიღი:21 თებერვალი, 1960  (64 წლის)
კატეგორია:ბიზნესმენი, ინჟინერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბაღდათი.

დაამთავრა ნოვოსიბირსკის ელექტროტექნიკური ინსტიტუტის ელექტრონული ტექნიკის ფაკულტეტი 1983 წელს.

1983-1990წწ. თბილისის ქარხანა "ეგტ": 1983-1984წწ. ინჟინერ-კონსტრუქტორი, 1984-1985წწ. მარეგულირებელი, 1985-1987წწ. კომკავშირის მდივანი, 1987-1988წწ. პარტიული კომიტეტის მდივანი; 1990 წლიდან ეწევა ბიზნეს საქმიანობას: 1990-1991წწ. ს.გ. "ორიონი" გენერალური დირექტორის მოადგილე; 1991-1995წწ. წწ. შპს "ბაასის" გენერალური დირექტორი; 1993-1995წწ. "ჯორჯიანტრანზოილი"-ს ვიცე პრეზიდენტი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი გლდანის №10 საარჩევნო ოლქიდან. გამოქვეყნებული აქვს ორი ნაშრომი საქართველოში ქვანახშირის მრეწველობის განვითარების შესახებ.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 293; საქართველოს პარლამენტის ვებგვ ერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 308

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "თი-ჯი თრეიდი" სამეთვალყურეო საბჭო, თავმჯდომარე (2000-2005)
  • ოლიმპიური თამაშები "ატლანტა 96" სამთავრობო კომისია, წევრი (1994-1996)
  • საქართველოს კალათბურთის ფედერაცია, პრეზიდენტი (1995-1997)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი , წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "იმედი", წევრი (1995-1999)
  • საქართველოში ჰიდრორესურსების განვითარების სამთავრობო კომისია, წევრი (1994-1996)
  • სს "ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხანა" სამეთვალყურეო საბჭო, თავმჯდომარე (2005-2008)
  • შპს "ა.ს. ჯგუფი 1990" სამეთვალყურეო საბჭო, თავმჯდომარე (2013-)

გააზიარე: