The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ საღარაძე

გურამ საღარაძე
დაბადების თარიღი:12 იანვარი, 1929
გარდაცვ. თარიღი:17 იანვარი, 2013  (84 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1951 წელს.

1951 წლიდან მუშაობდა  დასში. მის მიერ შესრულებული როლები: სოსო (ო. იოსელიანის "ადამიანი იბადება ერთხელ"), თესევსი, მასხარა და იულიუს კეისარი (შექსპირის "ზაფხულის ღამის სიზმარი", "მეფე ლირი" და "იულიუს კეისარი") , ჰეილი (მილერის "სეილემის პროცესი"), ტიპოტესკუ (კარაჯალეს "დაკარგული ბარათი"), დურსუნი და ჭეიშვილი (ნ. დუმბაძის "მზიანი ღამე" და "საბრალდებო დასკვნა"), მინდია (გამსახურდიას "ხოგაის მინდია"), შე ფუ, თავადი ყაზბეგი, ეფრეიტორი, ბერი (ბრეხტის "სეჩუანელი კეთილი ადამიანი" და "კავკასიური ცარცის წრე"), ტომი (ტ. უილიამზის "შუშის სამხეცე"), გიორგი ჯაფარიძე (რ. თაბუკაშვილის "რაიკომის მდივანი"), უჩა (თ. ჭილაძის "როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის") და სხვა. მონაწილეობდა მრავალ ტელეფილმში, კინოფილმსა და სპექტაკლში. 2006 წელს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის წინ გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი. 1998 წელს მიიღო ლვოვის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 293; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.182

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1999 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილის, ნაყოფიერი შემოქმედებითი და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის
  • 1979 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1976 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1973 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1961 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: