შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირინა სარიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1985 წელს. 1985-1986წწ. საქაგრომრეწვის გამოთვლითი ცენტრის პროგრამისტი-ოპერატორი; 1986-1988წწ. ВНИИТМЕ ტექნიკური მთარგმნელი; 1988-1994წწ. ეროვნული-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის პრეზიდიუმის წევრი; 1991-1992წწ. სახელმწიფო საბჭოს წევრი; საქართველოს მთავრობის წევრი ვიცე პრემიერი (1992); 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: პოლიტიკური ორგანიზაცია - ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ), საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1995-1999წწ. საქართელოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: პოლიტიკური ორგანიზაცია - ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ), საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2008 წელს-საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 292; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 308 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |