The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირინა სარიშვილი

ირინა სარიშვილი
დაბადების თარიღი:24 დეკემბერი, 1962  (61 წლის)
კატეგორია:პოლიტიკოსი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1985 წელს.

1985-1986წწ. საქაგრომრეწვის გამოთვლითი ცენტრის პროგრამისტი-ოპერატორი; 1986-1988წწ. ВНИИТМЕ ტექნიკური მთარგმნელი; 1988-1994წწ. ეროვნული-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის პრეზიდიუმის წევრი; 1991-1992წწ. სახელმწიფო საბჭოს წევრი; საქართველოს მთავრობის წევრი ვიცე პრემიერი (1992); 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: პოლიტიკური ორგანიზაცია - ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ), საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1995-1999წწ. საქართელოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: პოლიტიკური ორგანიზაცია - ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ), საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2008 წელს-საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 292; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 308

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • პოლიტიკური გაერთიანება "იმედი", დამფუძნებელი, თავმჯდომარე (2006-)
  • საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, თავმჯდომარე (1994-2003)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის ვეტერანტთა საქმეთა კომისია, წევრი (1994-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, წევრი (1993-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ეროვნული დემოკრატები", წევრი (1993-1995)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ეროვნულ-დემოკრატი", წევრი (1995-1996)

გააზიარე: