The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგ სართანია

ვახტანგ სართანია
Date of birth:3 June, 1948  (75 years)
Category:Economist, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი საგურამო, მცხეთის რაიონი.

დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიური ფაკულტეტის პოლიტეკონომიის განყოფილება 1977 წელს.

1981-1983 წწ. იყო მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტთან არსებული საქართველოს სახალხო მეურნეობის მართვის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, სექტორის გამგე; 1983-1991წწ. თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის პრორექტორი აღმზრდელობით და საგარეო ურთიერთობების დარგში; 1992-1997წწ.  თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ეკონომიკური თეორიისა და პოლიტოლოგიის კათედრის დოცენტი, პროფესორი, კათედრის გამგე; 1997-2004წწ. UNESCO-ს შტაბ-ბინის(პარიზი) ეგიდით მშვიდობის კულტურისა და დემოკრატიის საერთაშორისო კათედრის გამგე; 1992-2004წწ. თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის რექტორი; 2004-2005წწ. UNESCO-ს ეგიდით  "მშვიდობის კულტურისა და დემოკრატიის" სამხრეთ კავკასიის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი, სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს საერთაშორისო საგანმანათლებლო ქსელის PROMETHEUS-ის კოორდინატორი; 2006-2010წწ. ი. ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის სტიპენდიანტი;  2010 წლის ივნისიდან საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი. 

ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1981) ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (2001), პროფესორი (1992).

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 292; საინფორმაციო სააგენტო "სივაისი": cyc.geწიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.183

Member of Organizations

  • რუსეთის სოციალურ და პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (2004-)
  • საქართველოს UNESCO-ს ეროვნული კომისია, წევრი (1998-2005)
  • საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (2004-)
  • საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო, წევრი (1998-2005)
  • საქართველოს სოციალურ და პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (2003-)
  • ქალაქ თბილისის მერიის მრჩეველთა საბჭო, წევრი (2003-2005)

Awards and Honors

  • 1997 - ღირსების ორდენი

Bibliography


Share: