Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვახტანგ სართანია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი საგურამო, მცხეთის რაიონი. დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიური ფაკულტეტის პოლიტეკონომიის განყოფილება 1977 წელს. 1981-1983 წწ. იყო მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტთან არსებული საქართველოს სახალხო მეურნეობის მართვის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, სექტორის გამგე; 1983-1991წწ. თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის პრორექტორი აღმზრდელობით და საგარეო ურთიერთობების დარგში; 1992-1997წწ. თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ეკონომიკური თეორიისა და პოლიტოლოგიის კათედრის დოცენტი, პროფესორი, კათედრის გამგე; 1997-2004წწ. UNESCO-ს შტაბ-ბინის(პარიზი) ეგიდით მშვიდობის კულტურისა და დემოკრატიის საერთაშორისო კათედრის გამგე; 1992-2004წწ. თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის რექტორი; 2004-2005წწ. UNESCO-ს ეგიდით "მშვიდობის კულტურისა და დემოკრატიის" სამხრეთ კავკასიის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი, სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს საერთაშორისო საგანმანათლებლო ქსელის PROMETHEUS-ის კოორდინატორი; 2006-2010წწ. ი. ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის სტიპენდიანტი; 2010 წლის ივნისიდან საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი. ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1981) ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (2001), პროფესორი (1992). წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 292; საინფორმაციო სააგენტო "სივაისი": cyc.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.183 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |