The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ სანოძე

ნიკოლოზ სანოძე
დაბადების თარიღი:23 მაისი, 1962  (61 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი სპეციალობით-რკინიგზების მშენებლობა, ლიანდაგი და სალიანდაგო მშენებლობა 1987 წელს; ქუთაისის ჰუმანიტარული და სამართლის ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 1997 წელს.

1979-1980წწ. ქსოვილების ფაბრიკის ზეინკალი; 1980-1982წწ. რესპუბლიკის სატრანსპორტო გაერთიანების უბნის ოსტატი; 1982-1983წწ. რესპუბლიკის სატრანსპორტო გაერთიანების ტექნოლოგი; 1983-1984წწ. რესპუბლიკის სატრანსპორტო გაერთიენბის მექანიკოსი; 1984-1986წწ. თბილისის სარკინიგზო დისტანცია, გზის შემკეთბელი; 1986-1987წწ. თბილისის ქსოვილების ფაბრიკა; 1987-1988წწ. წყლების საწარმოო საგზაო უბნის გზის ოსტატი; 1988-1989წწ. წულუკიძის საწარმო საგზაო უბნის გზის ოსტატი; 1989-1990წწ. საგზაო სამმართველოს ხიდების ოსტატი; 1990-1993წწ. ხონის ახალგაზრდული შემოქმედების ცენტრის დირექტორი; 1993-1995წწ. იყო ხონის რაიონის ადგილობრივი მმართველობის გამგეობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: პოლიტიკური ორგანიზაცია - ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ), საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №55 ხონის საარჩევნო ოლქიდან; 1999-2003წწ. პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე იმერეთის მხარეში.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 291; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 307

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, წევრი (1989-)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (1999-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის თვითმმართველობისა და რეგიონალური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი (1996-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტი, წევრი (1995-1997)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ედპ - ეროვნულ-დემოკრატიული პარტია", წევრი (1995-1996)

გააზიარე: