შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არმაზ სანებლიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება 1954 წელს. 1957-1969წწ. იყო კომკავშირულ და პარტიულ სამუშაოზე; 1969-1970წწ. გაზეთ "მოლოდიოჟ გრუზიის", 1970-1974წწ. "ახალგაზრდა კომუნისტის" რედაქტორი; 1977-1986წწ. ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1986-1989წწ. თავმჯდომარე; 1989-1990წწ. მინისტრთა კაბინეტის საერთო და ინფორმაციის განყოფილებების გამგე; 1990-1992წწ. "საქართველოს რესპუბლიკის" მთავარი რედაქტორის მოადგილე; 1992-1996წწ. პირველი მოადგილე; 1996 წლიდან მთავარი რედაქტორი; 2004 წლიდან ჟურნალისტური საქმიანობა განაგრძო გაზეთ "ასავალ–დასავალში", 2009 წლიდან გაზეთ "საქართველო და მსოფლიოში". მიღებული აქვს საქართველოს მინისტრთა საბჭოს პრემია. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 290; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.54; m.facebook.com ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |