The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არმაზ სანებლიძე

არმაზ სანებლიძე
დაბადების თარიღი:18 თებერვალი, 1936
გარდაცვ. თარიღი:15 მაისი, 2022  (86 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება 1954 წელს.

1957-1969წწ. იყო კომკავშირულ და პარტიულ სამუშაოზე; 1969-1970წწ. გაზეთ "მოლოდიოჟ გრუზიის", 1970-1974წწ. "ახალგაზრდა კომუნისტის" რედაქტორი; 1977-1986წწ. ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1986-1989წწ. თავმჯდომარე; 1989-1990წწ. მინისტრთა კაბინეტის საერთო და ინფორმაციის განყოფილებების გამგე; 1990-1992წწ. "საქართველოს რესპუბლიკის" მთავარი რედაქტორის მოადგილე; 1992-1996წწ. პირველი მოადგილე; 1996 წლიდან მთავარი რედაქტორი; 2004 წლიდან ჟურნალისტური საქმიანობა განაგრძო გაზეთ "ასავალ–დასავალში", 2009 წლიდან  გაზეთ "საქართველო და მსოფლიოში". მიღებული აქვს საქართველოს მინისტრთა საბჭოს პრემია.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 290;  წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.54; m.facebook.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, წევრი (1968-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
  • 1996 - ღირსების ორდენი
    ქართულ პრესაში, ტელევიზიასა და რადიოში ხანგრძლივი ნაყოფიერი მოღვაწეობისა და პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ამოჩენილი პირადი მამაცობისა და თავდადებისათვის
  • 1986 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1978 - საპატიო ნიშნის ორდენი
  • საქართველოს მინისტრთა საბჭოს პრემია
  • საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: