შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბორის სარალიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ფუთი, ზესტაფონის რაიონი. დაამთავრა სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკის ფაკულტეტი 1955 წელს; სამშენებლო ფაკულტეტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1959 წელს. 1955-1957წწ. იყო სპეციალური საკონსტრუქტორო ბიუროს ინჟინერ-კონსტრუქტორი; 1957-1959წწ. ღვინის საწარმოების მთავარი მექანიკოსი; 1959-1961წწ. კომკავშირის ზესტაფონის რაიკომის პირველი მდივანი; 1961-1963წწ. კომკავშირის ცკ სოფლის მეურნეობის განყოფილების გამგე; 1963-1973წწ. პარტიის ზესტაფონის რაიკომის მეორე მდივანი; 1973-1979წწ. მესტიის რაიკომის პირველი მდივანი; 1979-1981წწ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე; 1981-1982წწ. თბილისის ლენინის რაიკომის პირველი მდივანი; 1982-1984წწ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე; 1984-1988წწ. საავტომობილო გზების მინისტრი; 1988-1989წწ. საავტომობილო ტრანსპორტისა და გზების მინისტრის პირველი მოადგილე; 1989-1990წწ. მინისტრი; 1990 წლიდან საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე; გამოქვეყნებული აქვს 9 სამეცნიერო ნაშრომი და ერთი სახელმძღვანელო; დაჯილდოებულია საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1977). წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 291; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.501-502; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.261 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |