The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კონსტანტინე გრიცაი

დაბადების თარიღი:14 ივლისი, 1901
გარდაცვ. თარიღი:14 მაისი, 1980  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. კრასნოდარი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ფერწერის განხრით 1929 წელს; საქართველოს საინჟინრო–სამშენებლო ინსტიტუტი არქიტექტურის განხრით 1932 წელს.

სახვადასხვა დროს მუშაობდა "საქსახპროექტში", "სოიუზგიპროტორგის" ამიერკავკასიის თბილისის ფილიალში; 1943-1949წწ. კინოსტუდია "ქართულ ფილმში" არქიტექტორ–მხატვრად; მისი პროექტებით აგებულია სამრეწველო, საცხოვრებელი, საკურორტო, სავაჭრო ნაგებობები ზუგდიდში და წყალტუბოში; მონაწილეობდა სამრეწველო ცენტრებისა და საბჭოთა მეურნეობების დასახლებების პროექტირებასა და განაშენიანებაში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.163

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1971 - საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი

გააზიარე: