შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბეჩარა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი (ზოგიერთი ცნობით სოფელი სვენეთი, გორის მუნიციპალიტეტი). ძველი თბილისური პოეზიის ერთ–ერთი კოლორიტული წარმომადგენელი. წერა - კითხვის უცოდინარი, დრო-ჟამის ვაჭარი (ზამთარში თევზით ვაჭრობდა, ზაფხულში - მწვანილით). 18 წლისამ ყავახანებში დაიწყო სიარული, აშუღებს შეეჩვია, რომელთაც დალოცეს და მეტსახელად ბეჩარა (ბეჩავი, საწყალი) დაარქვეს. ლექსებს სიმღერა - ღიღინით ალაგებდა, მარცვლების კრიალოსანზე ჩათვლით და თხზავდა სხვადასხვა ჰანგის საამო მოსასმენ, შინაარსიან ლექსებს, რაც ხალხში ძლიერ გავრცელებული იყო ("ვერ მიმღერია", "მანდ ეგდე", "არ მიკვირს", "რა ოინია" და სხვ.). მისი პოეზია უმეტესად ვრცელდებოდა ზეპირი გზით. დაბეჭდილია რამდენიმე ლექსი კრებულში "ორთაჭალის თაიგული" (თბილისი, 1913 წელი), გაზეთი "კოლექტივიზაცია" (1935 წელი N83). ბეჩარას პოეზია გარდამავალი ეტაპია აშუღურიდან ქალაქური ლიტერატურისაკენ. ყარაჩოღელი, აშუღი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.419; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I /იოსებ იმედაშვილი -თბ.,2018.-გვ.390
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |