The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბეჩარა

ოფიციალური სახელი:ვასილ ბერიევი
სხვა სახელი:ბეჩარა  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1852
გარდაცვ. თარიღი:1935  (83 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ხოჯევანქის სასაფლაო, თბილისი (ავლაბარი)
კატეგორია:მომღერალი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი (ზოგიერთი ცნობით სოფელი სვენეთი, გორის მუნიციპალიტეტი).

ძველი თბილისური პოეზიის ერთ–ერთი კოლორიტული წარმომადგენელი. წერა - კითხვის უცოდინარი, დრო-ჟამის ვაჭარი (ზამთარში თევზით ვაჭრობდა, ზაფხულში - მწვანილით). 18 წლისამ ყავახანებში დაიწყო სიარული, აშუღებს შეეჩვია, რომელთაც დალოცეს და მეტსახელად ბეჩარა (ბეჩავი, საწყალი) დაარქვეს. ლექსებს სიმღერა - ღიღინით ალაგებდა, მარცვლების კრიალოსანზე ჩათვლით და თხზავდა სხვადასხვა ჰანგის საამო მოსასმენ, შინაარსიან ლექსებს, რაც ხალხში ძლიერ გავრცელებული იყო ("ვერ მიმღერია", "მანდ ეგდე", "არ მიკვირს", "რა ოინია" და სხვ.). მისი პოეზია უმეტესად ვრცელდებოდა ზეპირი გზით. დაბეჭდილია რამდენიმე ლექსი კრებულში "ორთაჭალის თაიგული" (თბილისი, 1913 წელი), გაზეთი "კოლექტივიზაცია" (1935 წელი N83). ბეჩარას პოეზია გარდამავალი ეტაპია აშუღურიდან ქალაქური ლიტერატურისაკენ. ყარაჩოღელი, აშუღი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.419; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I /იოსებ იმედაშვილი -თბ.,2018.-გვ.390


გააზიარე: