The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თენგიზ სანაძე

თენგიზ სანაძე
დაბადების თარიღი:30 იანვარი, 1930
გარდაცვ. თარიღი:15 დეკემბერი, 2011  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1953 წელს.

 1956-1959წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის მოვალეობის შემსრულებელი; 1959-1960წწ. დაბალი ტემპერატურების ლაბორატორიის გამგე; 1960-2005წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რადიოფიზიკის კათედრის გამგე; 2005-2006წწ. ამავე კათედრის პროფესორი;  მისი უმთავრესი შრომები ეხება ელექტრონული პარამაგნიტური რეზონანსის(ეპრ) საკითხებს. მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I პრემია, დისკრეტული გაჯერების მოვლენის აღმოჩენისათვის (1968).

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 289; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 9.-თბ., 1985.-გვ.77; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.251

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (2002-2011)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    სტუდენტი-ახალგაზრდობის აღზრდა-განათლების საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობისათვისთვის
  • 1970 - გიორგი მელიქიშვილის სახელობის პრემია
    დისკრეტული გაჯერების მოვლენის ახსნისათვის

გააზიარე: