The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი სანაძე

გივი სანაძე
დაბადების თარიღი:30 ივლისი, 1929
გარდაცვ. თარიღი:2021  (91 წლის ასაკში)
კატეგორია:ბიოლოგი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1952 წელს.

1953-1961წწ. იყო ბოტანიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1961-1968წწ. უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1968-1982წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მცენარეთა ფიზიოლოგიის კათედრის გამგე; 1973-2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოტოსინთეზის პრობლემური სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის გამგე. არის 2 მონოგრაფიის, 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის და რამდენიმე აღმოჩენის ავტორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "იზოპრემის ბიოსინთეზი", დაიცვა 1978 წელს(მოსკოვი).

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი.  თბ., 1998-1999. - გვ. 289; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.51

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1983-2021)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი

გააზიარე: