Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რევაზ სალუქვაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1953 წელს. 1952-1954წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლაბორანტი; 1954-1957წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის ასპირანტი, ქ. დუბნის ბირთვულ გამოკვლევათა გაერთიანებული ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი; 1957-1962წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-მუშაკი, უფროსი ინჟინერი; 1962-1974წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ბირთვული ფიზიკის პრობლემური ლაბორატორიის განყოფილების გამგე, მაღალი ენერგიების ფიზიკის კათედრის გამგე, ფიზიკის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი; 1974 წლიდან სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის დირექტორი; 1979-1985წწ. აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრის გამგე, 1985 წლიდან სოხუმის ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-ტექნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). არის 120 სამეცნიერო ნაშრომის და 30 გამოგონების ავტორი. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "დაბალტემპერატუროვანი ბუშტოვანი კამერა და მაღალი ენერგიის ნაწილაკების ურთიერთქმედებათა გამოკვლევა", დაიცვა 1975 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 287; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი .- თბ.-2015.-გვ. 304; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.292 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |