The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით სალარიძე

დავით სალარიძე
დაბადების თარიღი:24 ოქტომბერი, 1947  (76 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტები.

1968-1972წწ. იყო რკინიგზის ტექნიკუმში ლაბორანტი; 1972-1973წწ. პოლიტექნიკური ტექნიკუმის კომკავშირის კომიტეტის მდივანი; 1973-1975წწ. პირველი მაისის რაიონის კომკავშირის რაიკომის პირველი მდივანი; 1975-1978წწ. კპ საქალაქო კომიტეტის საორგანიზაციო განყოფილების ინსტრუქტორი; 1980-1981წწ. 26 კომისრის სახელობის კპ რაიკომის მდივანი; 1981-1982წწ. საქალაქო კომიტეტის განყოფილების უფროსი; 1982-1986წწ. შსს ორგანოების თანამშრომელი; 1986-1990წწ. იურიდიული განყოფილების უფროსი, თბილისის საქალაქო სასამართლოს, პროკურატურის კოლეგიის წევრი; 1990-1993წწ. შსს მინისტრის მოადგილე; 1993-1998წწ. საქართველოს საგადასახადო ინსპექციის უფროსი, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე; 1997-1999წწ. საქართველოს სახალხო დამცველი; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 286; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.303

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, წევრი (1999-2002)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მრეწველები", წევრი (1999-2004)

გააზიარე: