შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კარლო საკანდელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ზედა ბზვანი, ვანის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1949 წელს. 1949 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობია. მისი მნიშვნელოვანი როლებია: გოგია ("ლოსვეს ამბავი"), გიო ("ტარიელ გოლუა"), ოსიკო ხარებაძე ("შემოდგომის აზნაურები"), კუჩარა ("ყვარყვარე თუთაბერი"), ტოშეკი("რა სიყვარული"), ჭინჭრაქა ("ჭინჭრაქა"), ბუთხუზა ("ძველი ყომარბაზები"), არისტო ქვაშავაძე("სამანიშვილის დედინაცვალი") გლეხი და ქმარი ("კავსასიური ცარცის წრე"), კეტსბი ("რიჩარდ III"), სკრუჯი ("შობის ღამის სიზმარი") და სხვ. რუსთაველის თეატრის სცენაზე მსახიობმა 61 წელი გაატარა, მას 50-მდე კინოროლი და 80-მდე როლი თეატრში აქვს შესრულებული. 2008 წელს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 285; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.108 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |