The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კარლო საკანდელიძე

კარლო საკანდელიძე
დაბადების თარიღი:1 აპრილი, 1928
გარდაცვ. თარიღი:29 ოქტომბერი, 2010  (82 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზედა ბზვანი,  ვანის რაიონი. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1949 წელს.

1949 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობია. მისი მნიშვნელოვანი როლებია: გოგია  ("ლოსვეს ამბავი"), გიო ("ტარიელ გოლუა"), ოსიკო ხარებაძე ("შემოდგომის აზნაურები"), კუჩარა ("ყვარყვარე თუთაბერი"), ტოშეკი("რა სიყვარული"), ჭინჭრაქა ("ჭინჭრაქა"), ბუთხუზა ("ძველი ყომარბაზები"), არისტო ქვაშავაძე("სამანიშვილის დედინაცვალი") გლეხი და ქმარი ("კავსასიური ცარცის წრე"), კეტსბი ("რიჩარდ III"), სკრუჯი ("შობის ღამის სიზმარი") და სხვ. რუსთაველის თეატრის სცენაზე მსახიობმა 61 წელი გაატარა, მას 50-მდე კინოროლი და 80-მდე როლი თეატრში აქვს შესრულებული. 2008 წელს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 285; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.108

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქართული კინოსა და თეატრალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის
  • 1974 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1961 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: