| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბეშქენ ოპიზარი![]()
ბიოგრაფიაXII საუკუნის ოქრომჭედელი. წარმოშობითა და მოღვაწეობით ოპიზასთან(კლარჯეთი) უნდა ყოფილიყო დაკავშირებული. ბიოგრაფიული ცნობები ბეშქენ ოპიზარის შესახებ არ არის შემონახული. შემორჩენილია მისი ერთადერთი ნამუშევარი–ბრეთის სახარების ვერცხლის გარეკანის მოჭედილობა(ინახებოდა გელათში, ამჟამად საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტში). გარეკანის წარწერაში ნათქვამია: "მოიჭედა ჴელითა ბეშქენ ოპიზარისაითა". გარეკანის ერთ მხარეს გამოსახულია "ჯვარცმის", მეორე მხარეს "ვედრების" კომპოზიციები. კუთხეები მოჩუქურთმებულია არშიებით, რომელთა ინტერვალები "ჯვარცმის" მხარეს ძვირფასი ქვებისათვის იყო განკუთვნილი, "ვედრების" მხარეს კი შევსებულია წარწერებით. განსაკუთრებით მეტყველია ტახტზე მჯდომი ქრისტეს მძლავრი ფიგურა. ქრისტეს სამოსელის ნაოჭები, ტახტის ჩუქურთმები, არშიების ორნამენტაცია მოწმობს ბეშქენ ოპიზარის მაღალ ოსტატობას. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.419
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

