შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით საგანელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთვრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1983 წელს; 1998 წელს საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი; 2001 წელს საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი; 2002 წელს ბიზნეს-სკოლის სრული კურსი. 1983-1985წწ. იყო მოსკოვის ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის, 1986-1993წწ. ლენინგრადის სამხედრო სამედიცინო აკადემიის, 1986-1993წწ. თბილისის ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ქირურგი; 1987 წელს სამედიციონო ფირმა "პულსის" დამფუძნებელი; 1994-1999წწ. კორპორაცია GHF-ის პრეზიდენტი; 1996-1999წწ. სს საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; 1997-1999წწ. სს თიბისი ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრი; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ახალი მემარჯვენეები", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №43 ონის საარჩევნო ოლქიდან; 2008 წელს საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი დიდუბის საარჩევნო ოლქიდან; 2010-2012წწ. ქ. თბილისის საკრებულოს წევრი; 2012-2015წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2015 წლიდან "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებები დირექტორი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 285; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.302 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |