The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით საგანელიძე

დავით საგანელიძე
დაბადების თარიღი:17 ივნისი, 1959  (64 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, ექიმი, თანამდებობის პირი, იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთვრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1983 წელს; 1998 წელს საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი; 2001 წელს საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი; 2002 წელს ბიზნეს-სკოლის სრული კურსი.

1983-1985წწ. იყო მოსკოვის ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის, 1986-1993წწ. ლენინგრადის სამხედრო სამედიცინო აკადემიის, 1986-1993წწ. თბილისის ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ქირურგი; 1987 წელს სამედიციონო ფირმა "პულსის" დამფუძნებელი; 1994-1999წწ. კორპორაცია GHF-ის პრეზიდენტი; 1996-1999წწ. სს საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; 1997-1999წწ. სს თიბისი ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრი; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ახალი მემარჯვენეები", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №43 ონის საარჩევნო ოლქიდან; 2008 წელს საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი დიდუბის საარჩევნო ოლქიდან; 2010-2012წწ. ქ. თბილისის საკრებულოს წევრი; 2012-2015წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2015 წლიდან "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებები დირექტორი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 285; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.302

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, ასოცირებული წევრ-კორესპონდენტი
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, წევრი (1999-1999)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (1999-2002)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, წევრი (2000-2002)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ახალი მემარჯვენეები", წევრი (2001-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ახალი ფრაქცია", წევრი (2000-2001)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1999-2000)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მემარჯვენე ოპოზიცია", წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2006-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (2004-2006)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2008-2008)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, უმრავლესობის ლიდერი (2012-2015)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2015)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", ფრაქციის წევრი (2012-2015)

გააზიარე: