შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
საბა (მიტროპოლიტი)![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სენაკი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1991 წელს; 1992 წელს ახალციხის სასულიერო სემინარია. 1989 წლიდან მოღვაწეობდა საფარის მონასტერში; 1990 წელს აკურთხეს მორჩილად; 1991 წელს აღიკვეცა ბერად საფარის მონასტერში; 1992 წელს აკურთხეს დიაკვნად, მღვდელმონაზვნად; 1994 წელს აღყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში, გახდა ტიმოთეს უბნის მონასტრის წინამძღვარი; 1996 წელს აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში, აკურთხეს ეპისკოპოსად; 2003 წელს გახდა ხონის მთავარეპისკოპოსი; 1997-2004წწ. იყო საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიური განყოფილების თავმჯდომარე, ხოლო 2004 წლიდან საქართველოს საპატრიარქოს გამწვანებისა და ეკოლოგიის დეპარტამენტის თავმჯდომარე. 2008 წლის 24 აპრილს ებოძა მიტროპოლიტის ხარისხი. კათედრა ხონში, რეზიდენცია ხონსა და სამტრედიაში. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 285
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |