The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი გრუზინსკი

გიორგი გრუზინსკი
ოფიციალური სახელი:გიორგი ბაგრატიონი
დაბადების თარიღი:2 ნოემბერი, 1762
გარდაცვ. თარიღი:15 მაისი, 1852  (89 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ ლისკოვოს მონასტრის ეზო, ნიჟნი–ნოვგოროდი (რუსეთი)
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი.

დაწყებითი განათლება მიიღო ოჯახში; შეისწავლა უცხო ენები; 1768 წელს იმპერატორ ეკატერინე II–ის ბრძანებით ჩარიცხეს პეტერბურგის ქვეითთა პოლკში; 1778 წლიდან იყო ელიზავეტგრადის მსუბუქ ცხენოსანთა პოლკში კაპიტანი, ხოლო 1786 წლიდან მაიორი; 1786 წელს თავი დაანება სამხედრო სამსახურს და დასახლდა ნიჟნი–ნოვგოროდის სოფელ ლისკოვოში; 1792 წელს აირჩიეს ჯერ მაკარიევოს მაზრის თავადაზნაურთა წინამძღოლად, 1795 წელს კი ნიჟნი–ნოვგოროდის გუბერნიის თვად–აზნაურთა წინამძღოლად; 1798 წელს პავლე I–მა ხისტი ხასიათის გამო გადააყენა; საქართველოს რუსეთთან შეერთების წინა წლებში იგი შეხვდა იმპერატორ ალექსანდრე I–ს და ქართლის ეკლესიის რელიქვია წმინდა ნინოს ჯვარი გადასცა; 1807-1828წწ. იყო ნიჟნი–ნოვგოროდის გუბერნიის თავადაზნაური; 1812 წელს სამამულო ომის დროს მეთაურობდა  ნიჟნი–ნოვგოროდის მოხალისეებს; ნაყოფიერი იყო მისი მოღვაწეობა მეურნეობის განვითარების საქმეში; იგი ერთ–ერთი მდიდარი მემამულე გახდა რუსეთში; თავისი შემოსავლის ნაწილი ნიჟნი–ნოვგოროდის ცენტრში სასახლეების გაფართოებას მოახმარა; დაარსა ინვალიდთა თავშესაფარი, აღსაზრდელთა სახლი; ლისკოვოში გახსნა აფთიაქი; 1800 წელს კი ააშენა სამრეკლო, დიდი ქვის ტაძარი და თვითონვე იკისრა საეკლესიო მსახურების ყველა ხარჯი; 1848 წელს ქალაქის სასწავლებელს თავისი სასახლე აჩუქა; თვითონვე ინახავდა მოსწავლეებსაც; მფარველობდა და ეხმარებოდა დეკაბრისტებს; ჰქონდა მდიდარი ბიბლიოთეკა ქართულ, რუსულ და ევროპულ ენებზე; რუსეთის სამხედრო და საზოგადო მოღვაწე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.166


გააზიარე: