The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვიქტორ რცხილაძე

ვიქტორ რცხილაძე
Date of birth:10 March, 1941  (83 years)
Category:Theologian, Historian, Writer, Philosopher

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნიერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1964 წელს.

ქართველი დისიდენტი, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავასთან ერთად დისიდენტური მოძრაობის ახალი ტალღის მოთავე. 1966-1970წწ. იყო ისტორიის მასწავლებელი სკოლაში; 1970-1975წწ. ძეგლთა დაცვის სამმართველოს განყოფილების გამგე; 1975-1976წწ. "ადამიანის უფლებათა დაცვისა" და "ჰელსინკის ჯგუფის"ერთ-ერთი დამაარსებელი, რის გამოც გადაასახლეს ყაზახეთში. გადასახლებიდან დაბრუნებულმა მუშაობა თბილისის სახელმწიფო მუზეუმში დაიწყო მეცნიერ თანამშრომლად. ამავე დროს მოღვაწეობდა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ჟურნალში "საღვთისმეტყველო კრებული", რომელშიც 1982 წლიდან აქვეყნებდა თარგმანებსა და ორიგინალურ თხზულებებს რელიგიის ფსიქოლოგიისა და საღვთისმეტყველო საკითხების შესახებ.1988-1990წწ. მერაბ კოსტავასთან ერთად გამოსცემდა ჟურნალს "ძველი ჭეშმარიტი". 1990-1991წწ. უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის მიწვევით, იგი თეოლოგიის ისტორიაში კითხულობს ლექციებს. 1992 წლიდან პირველი პარლამენტის შექმნამდე ყოფილი დისიდენტი სახელმწიფო საბჭოს წევრი ხდება. მის მიერვე დაარსებული ჟურნალის, "რელიგიის", რედაქტორი; ა. ბრუნერის "ფილოსოფიის ძირითადი საკითხების" გერმანულიდან თარგმნისთვის მიღებული აქვს ილია ჭავჭავაძის სახელობის ქართულ-ევროპული ინსტიტუტის საგანგებო პრემია (1994).

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 283; კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.494

Member of Organizations

  • "წმ. დავით აღმაშენებლის ქართველ ქრისტიანთა კავშირი", თავმჯდომარე
  • საქართველოს პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის კორპორაცია, თავმჯდომარე

Bibliography


Share: