შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იოანე გრუზინსკი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. პეტერბურგი. დაამთავრა პეტერბურგის პაჟთა კორპუსი 1847 წელს. კამერ–პაჟის რანგით ჩაირიცხა კავალენგრადის პოლკში, სადაც ერთ წელიწადს მსახურობდა; XIX–საუკუნის 60–იან წლებში ცხოვრობდა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში; დაახლოებული იყო რუს მწერალ ა. გერცენთან; აქვეყნებდა სტატიებს ლონდონსა და ჟენევაში გამომავალ გაზეთ "კოლოკოლში", რომლის გამოცემაშიც მას მატერიალური წვლილი შეჰქონდა; თავი მოუყარა ძველ ქართულ ხელნაწერებს, მხატვრულ ბეჭდურობის ნიმუშებსა და ისტორიულ რელიქვიებს; მან თავისი კოლექციაში თავმოყრილი ხელნაწერების ფონდი საჩუქრად გადასცა პეტერბურგის საჯარო ბიბლიოთეკას; მფარველობდა პეტერბურგში მცხოვრებ ქართველებს; მას, როგორც სამეფო სახლის უფროსს, პლატონ იოსელიანმა მიუძღვნა "ცხოვრება მეფისა გიორგი მეათცამეტისა"; ვინაიდან შვილი არ ჰყავდა, მისი გარდაცვალების შემდეგ ქართლ–კახეთის სამეფო ტახტის მემკვიდრის ლეგიტიმური უფლება გადავიდა მის ბიძაშვილზე (დ. გრუზინსკი); თავადი, ქართლ–კახეთის სამეფო ტახტის მემკვიდრე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.167
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |