The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მელქისედეკ ბექაია

დაბადების თარიღი:8 სექტემბერი, 1887
გარდაცვ. თარიღი:18 ნოემბერი, 1964  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სამტრედიის რაიონი, სოფელი დიდი ჯიხაიში. 

დაამთავრა ჟენევის უნივერსიტეტი 1912 წელს.

1913 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი. 1912–1914წწ. მოღვაწეობდა ევროპის სამეცნიერო ცენტრებში, ხოლო 1914–1918წწ. ბაქოში; 1919  წლიდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს მიწვევით, იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასისტენტი, დოცენტი შემდეგ პროფესორი. 1930–1936წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლიგიური ქიმიის კათედრისა და 1937–1964წწ. ანალიზური ქიმიის კათედრის გამგე. მან დაამუშავა ფოსფორის რაოდენობრივი განსაზღვრის მეთოდი, შეისწავლა ზოგიერთი საკვები პროდუქტის ქიმიური შედგენილობა. გამოქვეყნებული ჰქონდა 50-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის მონოგრაფია. იყო რამდენიმე საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოს ავტორი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი. ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი (1936), პროფესორი (1936).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.416

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: