შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პეტრე გრუზინსკი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. ბაგრატიონთა სამეფო ოჯახის წევრი; თავად ალექსანდრე ბაგრატიონ-გრუზინსკისა (1820-1865) და მისი პირველი მეუღლის ელენე ზაქარიას ასულ თარხან-მოურავის (1831-1903) ვაჟი; 1911-1916წწ. იმყოფებოდა რუსეთის სამსახურში: ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი, კამერჰერი, რაც ყველაზე მაღალ წოდებად ითვლებოდა და უფლებას აძლევდა, მეფის საძინებლის კარის ოქროს გასაღები ჰქონოდა და შიგნით მაშინ შესულიყო, როცა მოესურვებოდა; იყო ილია ჭავჭავაძის მარჯვენა ხელი, საქართველოში სათავადაზნაურო ბანკის დამფუძნებელი; თავადი, ქართლ–კახეთის სამეფო ტახტის ლეგიტიმური მემკვიდრე (1888 წლიდან); დაჯილდოებული იყო იმპერატორ ალექსანდრე III ხსოვნის მედლით. მამა ქართველი პოეტისა და დრამატურგის პეტრე გრუზინსკი–ბაგრატიონისა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.167 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |