The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პეტრე გრუზინსკი

პეტრე გრუზინსკი
ოფიციალური სახელი:პეტრე ბაგრატიონი
დაბადების თარიღი:25 აპრილი, 1857
გარდაცვ. თარიღი:3 თებერვალი, 1922  (64 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სვეტიცხოვლის ტაძარი, მცხეთა
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

ბაგრატიონთა სამეფო ოჯახის წევრი; თავად ალექსანდრე ბაგრატიონ-გრუზინსკისა (1820-1865) და მისი პირველი მეუღლის ელენე ზაქარიას ასულ თარხან-მოურავის (1831-1903) ვაჟი; 1911-1916წწ. იმყოფებოდა რუსეთის სამსახურში: ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი, კამერჰერი, რაც ყველაზე მაღალ წოდებად ითვლებოდა და უფლებას აძლევდა, მეფის საძინებლის კარის ოქროს გასაღები ჰქონოდა და შიგნით მაშინ შესულიყო, როცა მოესურვებოდა; იყო ილია ჭავჭავაძის მარჯვენა ხელი, საქართველოში სათავადაზნაურო ბანკის დამფუძნებელი; თავადი, ქართლ–კახეთის სამეფო ტახტის ლეგიტიმური მემკვიდრე (1888 წლიდან);  დაჯილდოებული იყო იმპერატორ ალექსანდრე III ხსოვნის მედლით. მამა ქართველი პოეტისა და დრამატურგის პეტრე გრუზინსკი–ბაგრატიონისა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.167

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი

გააზიარე: