The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ რჩეულიშვილი

ვახტანგ რჩეულიშვილი
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1954
გარდაცვ. თარიღი:13 აპრილი, 2017  (63 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვერის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ბიზნესმენი, პოლიტიკოსი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1977 წელს.

1977-1980წწ. ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს კვლევის ფიზიკური და ქიმიური მეთოდების ლაბორატორიის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1980-1981წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტრომანქანების კათედრის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1982-1984წწ. კომკავშირის ცკ-ს ლექტორთა ჯგუფის ხელმძღვანელი; 1984-1985წწ. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის უცხოეთთან ურთიერთობის გან-ის ინსტრუქტორი; 1985-1987წწ. მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა საინფორმაციო ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი; 1987-1992წწ. საქართველოს რესპუბლიკის მშვიდობის დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი 2.7 ჩუღურეთის ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "სოციალისტური პარტია", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №7 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქიდან; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს აღორძინება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. 1985 წლიდან აქვეყნებდა სტატიებს. იყო საქტელერადიო კომიტეტის პოლიტიკური მიმომხილველი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 282; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.300

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეკონომიკური ფორუმი, თავმჯდომარე
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მაჟორიტარი", წევრი (1995-1998)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია " მაჟორიტარ-სოციალისტი", წევრი (1998-1999)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე (2000-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "სოციალისტი", წევრი (2004-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "სოციალისტი", თავმჯდომარე (1999-2000)
  • საქართველოს სოციალისტური პარტია, ლიდერი
  • შავი ზღვის ქვეყნების მემარცხენე-ცენტრისტული პარტიის ასამბლეა, თავმჯდომარე

გააზიარე: