The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ რჩეულიშვილი

ვახტანგ რჩეულიშვილი
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1954
გარდაცვ. თარიღი:13 აპრილი, 2017  (63 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვერის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ბიზნესმენი, პოლიტიკოსი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1977 წელს.

1979-1982წწ. იყო ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი; 1982-1984წწ. კომკავშირის ცკ-ს ლექტორთა ჯგუფის ხელმძღვანელი; 1982-1985წწ. უცხოეთის განყოფილების ინსტრუქტორი; 1985-1987წწ. მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა საინფორმაციო ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი; 1987-1992წწ. საქართველოს რესპუბლიკის მშვიდობის დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; 1992-1995წწ. საქართველოს პარლამენტის სპიკერის მოადგილე. 1985 წლიდან აქვეყნებს სტატიებს. იყო საქტელერადიო კომიტეტის პოლიტიკური მიმომხილველი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 282

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეკონომიკური ფორუმი, თავმჯდომარე
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე (1992-1995)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს სოციალისტური პარტია, ლიდერი
  • შავი ზღვის ქვეყნების მემარცხენე-ცენტრისტული პარტიის ასამბლეა, თავმჯდომარე

გააზიარე: