The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე რუსეცკი

ალექსანდრე რუსეცკი
დაბადების თარიღი:26 თებერვალი, 1969  (55 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, პოლიტოლოგი, ფსიქოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი 1993 წელს; 1995 წელს ESM, აშშ საგარეო პოლიტიკის ასოციაციის და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროგრამა, მიღებული აქვს კონფლიქტების მართვის  და მოლაპარაკებების წარმოების ინსტრუქტორის სერტიფიკატი. 

1989-1991წწ. იყო გაზეთ"რეზონანსის" რედაქტორი; 1991-1993წწ.  საქართველოს ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი; 1994-1998წწ. სოციალური ურთიერთობების განვითარების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი; 1991 წლიდან ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის კოორდინატორი; შემდეგში კავკასიის რეგიონალური უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორი; 2019 წლის 31 იანვარს დაიცვა სადოქტოო დისერტაცია საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში თემაზე - "პროფესიული არჩევანის პრობლემის ზეგავლენა სტუდენტის სწავლის პროცესზე და პროფესიულ გარემოში ადაპტაციაზე"; პროფესიული ბედნიერების თეორიის, ამბივერტული განათლების და მეცნიერების კონცეპციის და სიმ-მეთოდის (სწავლა / სწავლების ინტეგრირებული მეტაკოგნიტური მეთოდი) ავრტორი; წმინდა თამარ მეფის სახელობის საპატრიარქოს უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პორგრამის ხელმძღვანელი; ქართული გლობალური უნივერსიტეტის პროექტის ავტორი (12.12.2019); მეტაფსიქოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის და ბარბარე ყიფიანის სახელობის მეტაფსიქოლოგიის სკოლის პროექტის ავტორი და თანადამაარსებელი (2020); კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორიის ხელმძღვანელი. პოლიტიკური მეცნიერების დოქტორანტი, კონფლიქტების მეტაკოგნიტური მართვის თეორიის ავტორი. მონოგრაფია "მეტაპოლიტოლოგიის არსენალი მშვიდობისათვის ავტორი" (rav2021.com); გადაცემა "მეცნიერება და ინოვაციების" წამყვანი 2019 წლის მარტიდან დღემდე. კონფლიქტოლოგი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 282

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ეროვნული თანხმობის ასოციაცია, თავმჯდომარე (1989-1991)
  • თბილისის მერიის კოლეგია, წევრი (1992-)
  • პოლიტიკური ფსიქოლოგიის საერთაშორისო ასოციაცია, წევრი

გააზიარე: