The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი როსტომაშვილი

ირაკლი როსტომაშვილი
დაბადების თარიღი:13 სექტემბერი, 1961  (62 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი, თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1983 წელს.

1983-1988წწ. იყო საქქალაქმშენსახპროექტის არქიტექტორი, უფროსი არქიტექტორი, წამყვანი არქიტექტორი; 1988-1998წწ. კომპანია "არსის" დამფუძნებელი, დირექტორი; 1998-2002წწ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგებელი; 2002-2004წწ. თბილისის მთავარი არქიტექტორი; 2004-2005 წლებში მუშაობდა სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსად;  2005 წლიდან დღემდე არის კომპანია "არსის" დამფუძნებელი-მმართველი, პარტნიორი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 282

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი (1985-)
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (2004-)

გააზიარე: