შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა რამიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე. 1991-1992წწ. ჟურნალ "კიდე"-ს დამფუძნებელი და რედაქტორი; 1992-1993წწ. აქვეყნებდა პამფლეტებს, სტატიებს და მოთხრობებს გაზეთებში "რეზონანსი" და "7 დღე"; 1994-1996წწ. იყო ტელეკომპანია "იბერვიზიის" გასართობი პროგრამის ავტორი, ტელე-შოუ "ციმციმებენ ვარსკვლავები"-ს წამყვანი; 1997-1999წწ. რადიო "რეზონანსის" სამხატრო ხელმძღვანელი; 1996 წლიდან ჯგუფ "სახე"-ს მენეჯერი; 2013-2014წწ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2014 წლიდან ტელეკომპანია "იმედზე" გადაცემა "შალვა რამიშვილის შოუ"-ს ავტორი და წამყვანი, თოქ-შოუ "იმედის კვირის" თანაწამყვანი; 2019 წლიდან ტელეკომპანია "პოსTV"-ზე მიჰყავს გადაცემა "სამნი და Co". წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 279
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |