The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კოტე გრძელიშვილი

კოტე გრძელიშვილი
ოფიციალური სახელი:კონსტანტინე გრძელიშვილი
დაბადების თარიღი:21 იანვარი, 1910
გარდაცვ. თარიღი:30 ივნისი, 1974  (64 წლის ასაკში)
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურის ფაკულტეტზე 1927-1930წწ; დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1939 წელს.

1930 წლიდან მუშაობდა სახკინმრეწველში, თავდაპირველად რეჟისორის ასისტენტად, შემდეგ მეორე რეჟისორად მხატვრულ ფილმებზე: "ის კიდევ დაბრუნდება" (1943), "ბედნიერი შეხვედრა" (1949), "ცისკარა" (1955); დამდგმელი რეჟისორია ფილმებისა: "წითელა" (1935), "დილა მშვიდობისა" (1941), "დახმარება ფრონტელთა ოჯახებს" (1943), "გენერალ–პოლკოვნიკი ლესელიძე" (1944), "მტკიცე მეგობრობა" (1944); არის უცხოური ფილმების ქართულ ენაზე დუბლირების ერთ–ერთი ფუძემდებელი; 1940-1974წწ. დუბლირებული აქვს 150–მდე ფილმი; კინორეჟისორი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.169; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი : www.geocinema.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1969 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: